logo
ENG



დაცარიელებული მაღაზიები და პირბადეების დეფიციტი - პანიკა მოსახლეობაში

27 თებ 202007:42
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, მოსახლეობა პანიკაშია. მოსახლეობის ნაწილმა დაიწყო პროდუქტების მომარაგება, რამაც მაღაზიებში რიგები და დაცარიელებული დახლები გააჩინა. დეფიციტია ასევე პირბადეებზე. მოქალაქეებს მის შესაძენად რამდენიმე აფთიაქში მისვლა უწევთ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანში იმყოფებოდა და საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. იგი ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. 

 


close დახურვა