logo
ENG



დაცვის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ნატალია ზარდიაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

17 მარ 202314:54
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დაცვის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ნატალია ზარდიაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ზარდიაშვილს გამოძიება პაციენტზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავება, თავად უკვე მსჯავრდებული კი ამბობს, რომ ეს მის მიერ გამოვლენილი სისტემური დანაშაულის გამო შურისძიებაა. ზარდიაშვილის თქმით, მან ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული უკანონობა ამხილა.

ქალი ყვება, რომ ინციდენტი ნარკოლოგიურში მას შემდეგ მოხდა, რაც მან პაციენტს ხელი შეუშალა მედიკამენტის საავადმყოფოდან გატანის მცდელობაში.

შურისძებასთან ერთად მსჯავრდებული საუბრობს პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.

საქმეზე სასამართლო სხდომები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.


close დახურვა