ორ დღეში მეორე რუსული კანონი. ოცნებამ კიდევ ერთი ვეტო დაძლია. ოფშორების კანონიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა ძალაში. ოლიგარქის დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონი არც ფულს და არც ივანიშვილს ეხება. არადა ბენეფიციარი სწორედ ივანიშვილი იქნება. ის და სხვა რუსი ოლიგარქები ოფშორებიდან ქონების დაუბეგრავად გადმოტანას შეძლებენ, 2030 წლამდე კი არც ქონების გადასახადს გადაიხდიან. ბიუჯეტი კი ამ გზით ასეულობით მილიონს დაკარგავს.