logo
ENG



დახმარება კულტურისა და სპორტის მუშაკებს საარჩევნო კალენდრის მიხედვით - ფონდი ქართუ

13 ივლ 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

დახმარება კულტურისა და სპორტის მუშაკებს საარჩევნო კალენდრის მიხედვით, - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება პოლიტიკური?! საქველმოქმედო ფონდი ქართუს ანგარიშებიდან ჩანს, რომ არასაარჩევნო წელს, წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, თეატრები, მუზეუმები, სპორტული ფედერაციები ორჯერ ნაკლებ დახმარებას იღებენ ოლიგარქისგან, საუბარია მილიონებზე. 

ოპოზიციონერი დეპუტატის გამოთხოვილ ინფორმაციაზე შესწავლა დაიწყეს არჩევნებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და წინასაარჩევნო მოსყიდვის საეჭვო ნიშნებზე საუბრობენ. მაგალითად კი ასევე ქართუს ოფიციალურ ხარჯებს ასახელებენ. ირკვევა, რომ  მილიარდნახევრიანი ვალების ჩამოწერის პროგრამა წინასაარჩევნოდ ოლიგარქს 37 მილიონი დაუჯდა. თავად საქველმოქმედო ფონდი კი შემოსავლებს ოფშორებიდან იღებს, გასულ წელს თანახამ 60 მილიონი ლარი შეადგინა. ოპოზიცია ფულის გათეთრების შესაძლო სქემაზე მიუთითებს. 


close დახურვა