სენატის თანხმობის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიდევ ერთ დოკუმენტს მოაწერს ხელს და კიევი დამატებით დახმარებას მიიღებს. უკრაინაში 40ი მილიარდი დოლარის შეიარაღება და ჰუმანიტარული ტვირთი ჩავა. აქამდე მიწოდებულმა იარაღმა ქვეყანას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და კონტრშეტევაზე გადასვლის შესაძლებლობაც კი მისცა. ახალი პაკეტი კი, ვარაუდობენ, რომ ომში გარდატეხას შეიტანს.