logo
ENG



დე ფაქტო აფხაზეთი საქართველოს 3 მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

10 ივნ 202008:07
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტი საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან.

როგორც ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულები 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირიკია, ასევე 1987-დ და 1992 წლებში დაბადებული მიხეილ და მათე ლამანძიები არიან.

სისხლის სამართლის საქმე წინასწარი განზრახვით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლით არის აღძრული, რომელიც ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დე ფაქტო აფხაზეთმა ე.წ. საზღვარი საქართველოსთან პირველ ივნისს დაკეტა. 


close დახურვა