„მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერმა დავიდე დე ხეამ ლეგენდარული მეკარის, პეტერ შმეიხელის რეკორდი გააუმჯობესა.
29 წლის ესპანელმა ინგლისური კლუბის მაისურით 399 შეხვედრა ჩაატარა, რაც იუნაიტედელთა რიგებში მოთამაშე ლეგიონერებს შორის საუკეთესო შედეგია.
„მაპატიეთ, შმეიხელის გამო“, - განაცხადა დე ხეამ MUTV-სთან ინტერვიუში - "ეს ამბავი ძალიან მახარებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამდენი წელი უმაღლეს დონეზე ჩამიტარებია. ბედნიერი ვარ 'მანჩესტერში' ასპარეზობით. იმედი მაქვს, რომ კიდევ 400 შეხვედრაში მივიღებ მონაწილეობას."