საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა სურს, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა.
დეგნანი აცხადებს, რომ სწორედ ევროკავშირი და NATO არის ის ორგანიზაციები, რომლებიც უსაფრთხოებასა და მშვიდობას უზრუნველყოფს.
"განცხადებები, რაც ისმის, რომ თითქოს ამერიკას სურს საქართველოს ჩათრევა ომში ან მეორე ფრონტის გახსნა არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე იმიტომ, რომ ამერიკას ყველაზე მეტად უნდა, რომ შეჩერდეს ეს ომი და ყველაფერს აკეთებდა საომარი მოქმედებების დაწყებამდე, რომ ეს ყოფილიყო თავიდან აცილებული, ამისთვის ძალიან დიდი მუშაობა გასწია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანაში იყოს ომი. ევროკავშირი და NATO არის ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, წარმატებას და მშვიდობას. სწორედ ამ ევროატლანტიკური სივრცის წევრობა ნიშნავს და არის გარანტი მშვიდობის და ზუსტად ეს გვინდა ჩვენ"- აცხადებს დეგნანი.
სახელისუფლებო მედია და ქართული ოცნების ექსპერტები პირდაპირ საუბრობენ აშშ-ის მხრიდან საქართველოს ომში ჩაბმის სურვილზე. იმავე შინაარსის რიტორიკა აქვთ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებსაც.