logo
ENG



დეგნანი: ნებისმიერი რამ, რაც ასუსტებს მედიის თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიას

08 ნოე 202212:27
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ნებისმიერი რამ, რაც ასუსტებს მედიის თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიას.

"ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ. შეერთებული შტატები არ ერთვება განხილვებში ევროპარლამენტში. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ეს არის სფერო, რომელსაც შეერთებული შტატების საელჩო 30 წლის განმავლობაში უჭერდა მხარს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების მთელი პერიოდის განმავლობაში, რადგან ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ეს არის ის, რაც გაწერილია როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების კონსტიტუციებში. ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედიის თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საფუძვლებს," - თქვა კელი დეგნანმა.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიურ ანგარიშში შესწორებების ინიციატივით გამოდიან.

ცვლილებების დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეხება კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელებისადმი თავდასხმებს და ნახსენებია მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი და ტვ პირველის მფლობელები და დირექტორი: ავთანდილ წერეთელი და ვატო წერეთელი.

ასევე საუბარია დასავლეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, რომელიც შესწორების დოკუმენტში 12-ჯერ არის ნახსენები.


close დახურვა