საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა მნიშვნელოვანია. ამით მან უპასუხა ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევასთან დაკავშირებულ შეკითვას.
მისივე შეფასებით, სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესი ფართო და ინკლუზიური უნდა იყოს.
"სასამართლო 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. ის მხოლოდ ევროკავშირის რეკომენდაციებით და ასოცირების შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა ყველა დემოკრატიისთვის, რომ გვყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიის დასაცავად. ნათელია, რომ სასამართლოს რეფორმირების პროცესი ფართო და ინკლუზიური უნდა იყოს. მასში ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია. იმედია, ჩატარებული სასამართლო რეფორმები მიმართული იქნება იმ რეალური გამოწვევების დასაძლევად, რომელსაც სასამართლო აწყდება"- თქვა ელჩმა.
გუშინ, 23 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციაზე ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს.