logo
ENG



დეგნანის თქმით, ნიკა მელიას გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა ციხეს

22 აპრ 202120:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/22/il8mmgsq5hq0tgj.jpg

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის თქმით, ნიკა მელიას გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა ის საპატიმრო დაწესებულებას. 

როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებაში მელიას გათავისუფლების გზებზეა საუბარი. 

"მნიშვნელოვანია ქვეყანამ იპოვოს წინსვლის გზა. იმის გზა რომ გაგრძელდეს პოლიტიკური ცხოვრება. სწორედ ამას ემსახურება ეს შეთანხმება. რაც შეეხება მელიას ესაა მისი პირადი გადაწყვეტილებაა. შეთანხმებაში საუბარია მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ ქვეყანამ შეძლოს მუშაობის გაგრძელება იმისთვის რომ მოახდინოს რეაგირება იმ უდიდეს გამოწვევებზე რაც ახლა მის წინაშე დგას", - განაცხადა კელი დეგნანმა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს. 

მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ლელოს ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე facebook-ზე წერს და ამბობს, რომ ევროპარლამენატრები მზად არიან ჩაერთონ ლელოს ინიციატივაში და თავდებში ჩაუდგენენ ნიკა მელიას. 

 


close დახურვა