ჭოპორტში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით „ფორმულასთან“ ადგილობრივები საუბრობენ. მათი თქმით, ოჯახში კონფლიქტის შესახებ ინიფორმაცია არ ქონდათ.
„შვილმა მოკლა დედა და და. თვითონაც არ იცის. შემთხვევა დილით მოხდა და სანადირო თოფით მოკლა. მცხეთის იზოლატორში ჰყავთ. რა გადაუტრიალდა თავში არ ვიცი. არაფერი ჩხუბი არ გაგვიგია“, - აცხადებს ადგილობრივი.
ოჯახის ნათესავები კი აცხადებენ, რომ გასროლის შედეგად დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო და, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე.
„ბიძაშვილები არიან და გვიან ამოვედით. გზაში გვითხრეს, რომ ლაშამ ციცო და თეა მოკლაო. სანადირო თოფით მოკლა, არაფერი გამიგიაო. მშვიდი და წყნარი ბიჭი იყო. არაფერი დაპირისპირება ჰქონიათ, არ გამიგიათ. რატომ და რა მოხდა არ ვიცი. დედა ადგილზე დაიღუპა, და სასწრაფოთი წაიყვანეს და გზაში გარდაიცვალა“, - აცხადებს ოჯახის ნათესავი.
შეგახსენებთ, რომ ჭოპორტში სანადირო თოფით კაცმა დედა და და მოკლა. ინფორმაცია „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინიტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მოხმდარზე გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ და მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.