დედამიწაზე 3 ასტრონავტი დაბრუნდა. ხომალდი 'სოიუზი" კოსმოსიდან ყახაზეთის საერთაშორისო სადგურზე დაეშვა. ასტრობავტებს. შორის ორი ამერიკელი და ერთი კი რუსი. კორონავირუსის პანდემიის გამო აპარატის დაშვებისას პროცედურები შეიცვალა. ტრადიციულად ასტრონავტების დაშვებისას სადგურზე კარვები იშლებოდა, სადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდნენ.
ამჯერად კი დაბრუნებულები სამედიცინო პერსონალმა ვერტმფრენებით პირდაპირ ბაიკონურის აეროდრომზე გადაიყვანეს. ასტრონავტებმა კოსმოსში 9 თვე გაატარეს. ორბიტიდან მათ სამგანზომილებიანი პრინტერით შექმნილი ძვლოვანი ქსოვილის ნიმუშები ჩამოიტანეს, რომელსაც მეცნიერები შეისწავლიან, მოგვიანებით კი მას თაგვებს გადაუნერგავენ.