logo
ENG



დედას წამალი შემოელია და არ ვიცით, სად წავიდეთ - სოფელ აღაიანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

23 აპრ 202017:45
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდოგმარეობისა და ჩაკეტილი გზების პირობებში სოფელ აღაიანის მოსახლეობა ერთდროულად რამდენიმე პრობლემაზე საუბრობს. უმუშევრად დარჩენილი ადგილობრივები ამბობენ, რომ შემოსავლის წყარო არ აქვთ, საკვების მარაგი კი იწურება. სოფელში არ არის აფთიაქი, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. ამასთან, აღაიანის მოსახლეობას წყლის პრობლემაც აქვს. 

"ბანკიდან ფული მქონდა გამოტანილი საქონელისთვის. ვერაფერს ვაკეთებთ და ვარსებობთ იმით, რაც დარჩენილია. პროდუქტები არ შემოდის. მთავრობა დახმარებისთვის აქაც ხომ უნდა მოვიდეს, სხვა სოფლებში რომ დადის",-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებასა და ყურადღების მიქცევას სთხოვენ. მათი თქმით, მოსახლეობა სრულ გაჭირვებაშია. 

"ჩვენთან არავინ მოსულა და ისეთ პირობებში ვართ, რომ არც სამსახური გვაქვს. დედას წამალი შემოელია და არ ვიცით, სად წავიდეთ, კარტოფილსაც ვერ ვყიდულობ, რომ ელემენტარულად ბორში გავაკეთო",-ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.


close დახურვა