logo
ENG



დედაქალაქის საკრებულოსთან ხმაური გრძელდება

17 დეკ 201917:08
3 წუთის საკითხავი
 
21l8zghp1b12tcc.jpg

ხმაური გრძელდება დედაქალაქის საკრებულოსთან. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, შენობაში შესაღწევად ადგილზე კიბეც კი მიიტანა.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ისევ კატეგორიულად ითხოვს, რომ უმრავლესობამ თანამდებობიდან გადააყენოს შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორი და დაატოვებინოს საკრებულო.

თბილისის საკრებულოს დაცვის უფროსს ნუგზარ ჭონქაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს კედელზე წარწერა „მონა“ გააკრეს რაშიც წინააღმდეგობას მათ ნუგზარ ჭონქაძე უწევდა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოში დღეს შუადღიდან ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, გათავისუფლდეს ერეკლე კუხიანიძე დაკავებული თანამდებობიდან.

 


close დახურვა