ორბელიანის მოედანზე გალაკონცერტი სახელწოდებით „მე ვარ თბილისი“ გაიმართა. ღონისძიება კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა და მისი რამდენიმე მელოდიაც შესრულდა. გალაკონცერტზე 2018 წლის საპატიო თბილისელები დასახელდნენ. წელს ეს წოდება ეს წოდება იმ ადამიანებს მიენიჭათ, რომლებიც 50 წელზე მეტია, საკუთარი საქმიანობით თბილისს ემსახურებიან, მათ შორის არიან 81 წლის მეეზოვე, გარე განათების ოსტატი, ავტობუსის მძღოლი და ბაღის პედაგოგი. საპატიო თბილისელის ჯილდო გადაეცა თბილისის ყოფილ მერს, ნიკო ლეკიშვილსაც. თითოეული მათგანი თბილისის სიმბოლური გასაღებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.