დედაქალაქში მიმდინარე კვირიდან 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსები საზოგადოებას დღეს ქალაქის მერმა წარუდგინა.
8 მეტრი სიგრძის ავტობუსი 53 მგზავრს იტევს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ახალი ავტობუსები თბილისის რამდენიმე მარშრუტზე გადანაწილდება.