logo
ENG



დედის მკვლელობაში ბრალდებულ ბიჭსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდა

16 აგვ 202216:04
3 წუთის საკითხავი
 

დედის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის ბიჭსა და მის მეგობარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესი დახურული იყო, რადგან მოკლულის შვილი არასრულწლოვანია.

დედის მკვლელობისთვის დაკავებულ ბიჭსა და მის მეგობარს ბრალდება გუშინ, 15 აგვისტოს წარედგინა.

პროკურატურის ცნობით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. გარდაცვლილის შვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "თ", "ი", "კ" და "მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო ბიჭის მეგობარს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ", "ი" და "მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა