logo
ENG



დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული ბიჭი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

25 თებ 202014:16
3 წუთის საკითხავი
 

 

18 წლის ბიჭი, რომელმაც მძინარე დედა და ბებია მოკლა, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, ბიჭი ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი იყო, როგორც ოჯახის წევრების მხრიდან ისე, საზოგადოების სხვა წევრების მხრიდანაც, ასევე ადვოკატის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებულს ჩაუტარდება ექპერტიზა, რომლითან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაირკვევა.

პოლიციის შენობა ბრალდებულის ადვოკატმა სულ ცოტახნისწინ დატოვა, მან საქმის სხვა დეტალებზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ ვინაიდან ბრალდებული არის 18 წლის ის არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსში ექცევა.

„კონფლიქტი ჰქონდა ყველასთან სკოლაშიც იყო ბულინგის შემთხვევები, ეს ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. მიზეზი იყო ყოველდღიური წვრილმანი, კამათი, ჩხუბი ოჯახთანაც და საზოგადოებასთანაც. ბრალი სავარაუდოდ ხვალ წარედგინება და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია ვისუბრო“,-განაცხადა თამარ გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ შვილმა მძინარე დედა და ბებია ნაჯახით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღვოდა. როგორც მოკლულის მეზობლელი აცხადებენ ოჯახი მაზნიაშვილის ქუჩაზე 7 წელია ცხოვრობს, სახლის მეპატრონემ მათ ბინა მძიმე სოციალური პირობების გამო უსასყიდლოდ გადასცა, თავად კი ამერიკაში იმყოფება. ასევე, მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის შესხებ სამართალდამცველებს თავად შეატყობინა.

პოლიციამ დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავა და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ბრალდებულს, ორი ან მეტი პირზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა