დედოფალი ელისაბედ II უინძორში, წმინდა ჯორჯის ტაძარში მისი ქმრის, პრინცი ფილიპის გვერდით დაკრძალეს.
ვესტმინსტერის სასახლეში რამდენიმე დღის განმავლობაში მსურველებს ცოცხალ რიგში შესაძლებლობა ჰქონდათ, დამშვიდობებოდნენ დედოფალს.
ასიათასობით ადამიანმა, დიდი ბრიტანეთიდან და მთელი მსოფლიოდან, პატივი მიაგო დედოფალს. მათ 10 საათზე მეტ ხანს მოუწიათ რიგში დგომა.
ელისაბედ II-ის დაკრძალვას დაესწრო სხვადასხვა სახელმწიფოს 500-მდე მეთაური და უცხოელი ლიდერი. ცერემონიაზე რუსეთის, ბელარუსის, ვენესუელის, სირიის, ავღანეთისა და ბირმის ოფიციალური პირები არ არიან მიწვეული.
დედოფალი ელისაბედი 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელისაბედ II, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, 70 წელი იყო ტახტზე.