დედოფალი ელისაბედი ახალ ტანისამოსში ნამდვილ ბეწვს ხმარებიდან ამოიღებს. ბუკინგემის სასახლის განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მონარქი აქამდე შეძენილ ბეწვეულს აღარ გამოიყენებს. ელისაბედ მეორის გადაწყვეტილებამ ცხოველთა უფლებების დამცველები გაახარა. აქტივისტები დედოფალს კოლექციაში ბეწვეულის დეტალების გამო ხშირად აკრიტიკებდნენ.