აფხაზეთიდან დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტს კვლავ განაგრძობენ. ისინი ბინების გადანაწილების კომისიას კორუფციაში ადანაშაულებენ და პროცესის გასაჯაროებას მოითხოვენ.
მოგეხსენებათ, ბინების გადანაწილების კომისიამ 11 ოქტომბერს დაასრულა მუშაობა და 60 ოჯახიდან მხოლოდ 2 მათგანი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. დევნილების პროტესტი ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტად გაამწვავა.
მათი თქმით, კომისია კორუფციაშია ჩართული და შესაბამისად ბინების განაწილებაც "ქართული ოცნებასთან" ნაცნობობით ხდება. ამიტომ, მოითხოვენ მიღებული დადგენილების გაუქმებას და კომისიის თავიდან შექმნას. დევნილების თქმით, ისინი არ ითხოვენ გახდნენ კომისიის წევრები. მათ სურთ მხოლოდ პროცესებზე დასწრება, რათა მიღებული გადაწყვეტილებები გამჭირვალე და საჯარო გახდეს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან დევნილები 25-ე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ ბინების გადაცემის მოთხოვნით. ჯანდაცვის სამინისტროსთან სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, როცა იმ დევნილების სია გამოქვეყნდა, ვისაც ბინები გადაეცათ.