სულ უფრო ფართოვდება პროფესიების წრე, რომელთა წარმომადგენლები იძულებული არიან, ქვეყანა დატოვონ. საქართველოდან კიდევ ერთი მოსამართლე წავიდა. ანა ღელეყვა ჰყვება, რომ "კლანი" დაუპირისპირდა და პროფესიიდან გარიყა. ოპოზიცია გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ღელეყვას 10-წლიანი სტაჟი ჰქონდა. ვადა არ გაუხანგრძლივეს და ამის კონკრეტულ მიზეზსაც ასახელებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე მხარი არ დაუჭირა კლანის გავლენიან წევრს, ლევან მურუსიძის კადრს, ლევან თევზაძეს. საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში წასული ყოფილი მოსამართლე ემიგრანტთა მრავალრიცხოვან არმიას შეუერთდა.
დევნილი მოსამართლე
14 სექ 202220:06
3 წუთის საკითხავი