logo
ENG



დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე მსჯელობა სალომე ზურაბიშვილს მოუწევს

31 ოქტ 201920:45
3 წუთის საკითხავი
clock 778
8k9wvvkry1zqybw.jpg

დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე მსჯელობა მალე სალომე ზურაბიშვილს მოუწევს. გახმაურებული შეწყალებების ავტორს, რომლის აქტსაც გენერალური პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყება მოყვა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების შეწყალების შემდეგ ზურაბიშვილმა მორატორიუმი გამოაცხადა და ახლა მმართველ გუნდთან ერთად შეწყალების წესის შეცვლაზე მუშაობას იწყებს.

უკვე ცნობილია, რომ ქვეყნის პირველი პირი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ უკვე ვეღარ შეიწყალებს ძებნილ პირებს და სამართალდამცველების მკვლელობაში მსჯავრდებულებს

რა წერია პრეზიდენტის შეწყალების ახალ წესში ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა  ოპოზიცია ამბობს რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შეწყალების ნაწილში ჩარევა ნიშნავს იმას რომ შეწყალების უფლებას ზურაბიშვილი პოლიტიკურად გამოიყენებს.

შეწყალების წესის შემუშავების პარალელურად ცნობილი ხდება რომ შეწყალების კომისიის ალტერნატივა შეიქმნება და მას  სათათბირო ორგანო დაერქმევა. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის დანაშაული კომისიის გაუქმებაა და ახლა თუ 23 ნოემბრამდე პატიმრების შეწყალება არ მოხდება ხელისუფლებამ იცის რომ საპატიმროებში ბუნტი გარდაუვალია.

მორატორიუმის შემდეგ ერთ-ერთი საქმე, რომელზეც პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება იქნება შუამდგომლობა საპატრიარქოდან, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია უახლოეს დღებში მიიღებს.  


close დახურვა