logo
ENG



დეკანოზ სპირიდონ ნარსია კორონავირუსით დაინფიცირდა

02 აპრ 202009:46
3 წუთის საკითხავი
clock 313

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველ დეკანოზს, სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სასულიერო პირი მკურნალობის კურსს სახლში ჩაიტარებს. ეს შეერთებულ შტატებში ქართველი მღვდელმსახურის დაინფიცირების უკვე მეორე შემთხვევაა.

პირველად დაინფიცირებული დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი, უკვე მეხუთე დღეა რაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა კი კორონავიურსზე უარყოფითი პასუხი მიიღო.

"თქვენ იცოდით, რომ ერთ სასულიერო პირს ჰქონდა დადგენილი კორონავირუსი. ახლა კიდევ ერთ სასულიერო პირს დაუდგინდა. საუბარია დეკანოზ სპირიდონ ნარსიაზე. ხედავთ, რომ ვირუსი არ ინდობს არავის. არც მორწმუნეს და არც ურწმუნოს. ყველამ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რომელიც სახელმწიფომ და მედიკოსებმა დაადგინეს. სახლში უნდა დავრჩეთ", - განაცხადა ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა "ფორმულასთან" საუბარში. 

 


close დახურვა