სინოდის ხმაურიანი სხდომიდან ხუთი დღის შემდეგ, მეუფე პეტრე გადაწყვეტილებას არ ცვლის. ის შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს და არც პატრიარქის წინაშე მონანიებას გეგმავს. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ ამის გამო ის მღვდლობიდან განკვეთონ. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კი „ფორმულასთან" საუბრისას აცხადებს, რომ პეტრე ცაავას შეუძლია სინოდის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
„ზოგადად სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილება არის აუცილებელი, ან თუ აქვს რაიმე პირობა იმისი, რომ გაასაჩივროს, შეუძლია გაასაჩივროს ნებისმიერ ადამიანს სინოდში, თუ არა და მერე შესაბამისად გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.