logo
ENG



დეკანოზი გიორგი აბდუშელიშვილი: წარმოუდგენელი იყო, რაც გუშინ გააკეთა ცრუპენტელა ივანიშვილმა

28 ოქტ 202402:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/28/qe0wi4ooldtom4z.jpg

რუის-ურბნისის ეპარქიის დეკანოზი გიორგი აბდუშელიშვილის თქმით, რაც გუშინ ქართულმა ოცნებამ გააკეთა, ამას "ვერავინ წარმოიდგენდა".

დეკანოზი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ "ნორმალური არჩევნების" ჩატარებისთვის აუცილებლად უნდა იბრძოლოს. 

"რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენთვის, ყველასთვის წარმოუდგენელი იყო ის, რაც გუშინ გააკეთა ამ ცრუპენტელა ივანიშვილმა და ცრუპენტელა ხელისუფლებამ. ასეთ გაყალბებას ვერავინ წარმოვიდგენდით ნამდვილად. მათ წინასწარ გაატარეს ეს აიდი ბარათები ამ მანქანებში და შემდეგ უკვე დადიოდნენ ერთი უბნიდან მეორე უბანზე მარშუტკებით თბილისში და ასეთი კარუსელებით აყალბებდნენ არჩევნებს და რაიონებში და რეგიონებში რაც იყო და როგორც იყო, ყველამ თვალნათლივ დავინახეთ.

ამიტომ, ეს არჩევნები არ არის ჩატარებული და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და ეს ცრუპენტელა ხელისუფლება და ეს რუსეთის აგენტები მოვაცილოთ საქართველოს. კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ, რომ ამბიონზე ვდგავარ და ამას ვქადაგებ, მაგრამ დღეს გაჩერების დრო არაა. მოგიწოდებთ ქართველ ხალხს, ქართველ ერს, მართლმადიდებელ მრევლს, რომ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ეს ცრუ ხელისუფლება და ცრუ მთავრობა, ცრუ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვაცილოთ საქართველოს"- თქვა დეკანოზმა.


close დახურვა