logo
ENG



დეკანოზის ადვოკატი: შეწყალებაზე საპატრიარქოს რეკომენდაცია მოჩვენებითი მგონია

23 ნოე 201911:55
3 წუთის საკითხავი
 
if104nynidtwepm.jpg

გიორგობის დღესასწაულზე ქვეყნის პრეზიდენტი მსჯავრდებულებს არ შეიწყალებს. ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ შეწყალების აქტს სალომე ზურაბიშვილი ამჯერად არ გამოსცემს. ასობით პატიმართან ერთად, შეწყალებას ელოდებოდა დეკანოზი გიორგი მამალაძეც.

როგორც მამალაძის ადვოკატი „ფორმულასთან“ საუბრისას ამბობს, მისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ პრეზიდენტი დეკანოზს არ შეიწყალებს, ვინაიდან, მისი თქმით, ზურაბიშვილმა შეწყალების საქმეზე მორატორიუმი გამოაცხადა.

„ჩთუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტმა მორატორიუმი გამოაცხადა, შეწყალებებთან დაკავშირებით გარკვეული სიახლეების შეტანა უნდოდა. პარალელურ რეჟიმშ,ი რეკომენდაცია საპატრიარქოდან, მიმაჩნია რომ იყო მოჩვენებითი და არაფერი ძალა არ ექნებოდა ამ ყველაფერს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.


close დახურვა