logo
ENG



დეკანოიძე: ადგილმა, სადაც ოცნება სულ ატარებს წარდგენას, ღონისძიების ჩატარებაზე უარი გვითხრა

10 სექ 202117:52
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: ადგილმა, სადაც ოცნება სულ ატარებს წარდგენას, ღონისძიების ჩატარებაზე უარი გვითხრა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ნიკო ნიკოლაძის მუზეუმმა, სადაც ქართული ოცნება მუდმივად მართავს წარდგენებს, ღონისძიების ჩატარებაზე მათ პარტიას უარი უთხრა.

"ზეგ, სამტრედიაში წარდგენა გვქონდა დაგეგმილი მერის და მაჟორიტარობის კანდიდატების. 

გადავაგზავნეთ ადგილმდებარეობის ნებართვაზე წერილი, კერძოდ, ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე "ოცნება" მუდმივად ატარებს წარდგენას და შეხვედრებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. 

მოგვივიდა თანხმობა, მაგრამ 5 წთ ჩვენს ორგანიზაციას დაურეკეს და უთხრეს, რომ შეიცვალა პირობა და მუზეუმი უნდა დაიხუროს. კოვიდის შემთხვევები იქ დაფიქსირებული არ არის. 

პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაზე საქმის ყურშია ეუთო/ოდირის მისია საქართველოში. წარდგენას მაინც ჩავატარებთ! ვერავის დაჩაგრავთ", - წერს ხატია დეკანოიძე. 


close დახურვა