„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და მიიჩნევს, რომ უმრავლესობა და ხელისუფლება ოპონირებისათვის სიძულვილის ენას იყენებს. დეკანოიძის თქმით, შესაბამისმა სტრუქტურებმა ამ თემაზე სამართლებრივი შეფასება უნდა გააკეთონ.
„მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძალიან მძიმე და მკაცრი გაფრთხილებისა, რომ საარჩევნო ვითარება უნდა იყოს და არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად და საარჩევნო ვითარება უნდა იყოს თავისუფალი, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ კონცენტრირებული მსახურების მიერ ძალიან მძიმე სიძულვილის ენის გაღვივებას, რომლითაც ისინი ოპოზიციას მოიხსენიებენ - ეს ადამიანები ვინც გავრილოვი ჩამოიყვანა, ვინც თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ილაშქრებენ, ბატონი მდინარაძეები, ვოლსკები, გახარიები და ა.შ. საქართველოს მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ საზოგადოებაში დაპირისპირებასა და სიძულვილს აღვივებენ“, - აცხადებს დეკანოიძე.
მმართველი გუნდის წევრები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ბოლო პერიოდში კრიმინალურ დაჯგუფებებად მოიხსენიებს.