logo
ENG



დეკანოიძე: ზელენსკის ადმინისტრაცია მზადაა, პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ჩაერთოს

17 მარ 202219:28
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: ზელენსკის ადმინისტრაცია მზადაა, პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ჩაერთოს

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს. დეკანოიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რამდენჯერმე ჰქონდ აკომუნიკაცია ამ თემაზე.

"პრეზიდენტი ზელენსკის ადმინისტრაცია მზადაა პრეზიდენტი ზელენსკი ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას საქართველოს პარლამენტიდან.

დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, მიმართოს საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას, არ დარჩება მხოლოდ ოპოზიციის, ჩემი ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის მოთხოვნად", - თქვა ხატია დეკანოიძემ და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ მასთან გაიმართოს ამ თემაზე კონსულტაციები. 

მანამდე, ეს ინიციატივა ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააჟღერა პარლამენტში და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა მოიწვიოს სესიაზე სიტყვით გამოსასვლელად.

"ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას დღეს საქართველო", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა სხდომაზე, რასაც ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

 

 


close დახურვა