logo
ENG



დეკანოიძე: ივანიშვილს ეს ქვეყანა ჰგონია თავისი სახლის უკანა ეზო, ან კორპორაცია

15 ნოე 201910:08
3 წუთის საკითხავი
 
odeg8fppjp4ovlt.jpg

"ჩვენ რაც ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში, არის ის, რომ მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად წაართვა არჩევანი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ "ფორმულას" განუცხადა. 

დეკანოიძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან იმყოფება. როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება "გავრილოვის ღამის" შემდეგ მიიღო, აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც არჩევნების წაგების საფრთხე დადგა.  

"ადამიანების თვალების დათხრის შემდეგ დავაყენეთ გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. შეშინებულმა ივანიშვილმა გადმოდგა ნაბიჯი და დააანონსა პროპორციული არჩევნები. ამის შემდეგ მთელი „ქართული ოცნება“ აანონსებდა ამ არჩევნებს ყველგან, მათ შორის ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის განცხადება გვახსოვს, რომელმაც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ისაუბრა. ახლა გამოვიდა, რომ რეალურად, ივანიშვილმა მიიღო კვლევის შედეგები, სადაც 30%-ზე მეტი არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და მარცხისთვის იყო განწირული, გადაწყვიტა მძიმე ნაბიჯი გადადგას საზოგადოებისთვის. ამიტომ ადგილი ჰქონდა ფარისევლობას. ივანიშვილს ეს ქვეყანა ჰგონია თავისი სახლის უკანა ეზო ან კორპორაცია. მან გამოყარა წინა რიგებში დეპუტატები და თავისივე კანონპროექტი გააპროტესტეს. ის დეპუტატები, რომლებიც წამოვიდნენ პარტიიდან, ისინიც კი თამაშგარე მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან არ იცოდნენ რა ხდებოდა", - განაცხადა დეკანოიძემ

 

 


close დახურვა