ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ფეისბუქზე წერს, რომ გირჩი - მეტი თავისუფლების წევრის, იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესს ეუთო/ოდირის მისი დააკვირდება.
ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან, იმედა კლდიაშვილი, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან ძალის გამოყენებით დააკავეს. პოლიციელებმა ის მანქანიდან გადაათრიეს. პარტიის ინფორმაციით, ის სუს-ის მხრიდან იმ ადამიანზე ზეწოლას აპროტესტებდა, ვისაც ქუთაისში, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია.
პრესკონფერენციაზე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ იმედია კლდიაშვილს უკანონობა არ ჩაუდენია, მაგრამ სუს-მა კანონის დარღვევით დააკავეს ის და რამდენიმე საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იმყოფებოდა ის.
"დღეს არის უკვე ჩანიშნული სასამართლო და ეს სასამართლო იქნება ზუსტად ისე, რა დავალებასაც მიიღებს ის სუს-დან და პოლიციიდან. ეს იყო უკანონო დაკავების ფაქტი. არაფერი გარდა უხმო პროტესტისა იმედას არ ჩაუდენია", - თქვა დეკანოიძემ.