ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არ ჰგონია, ევროპული საქართველოს კანდიდატმა გიგი უგულავამ სამეგრელოში არჩევნები მოიგოს.
როგორც დეკანოიძემ გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, ისტორიულად, ნაციონალურ მოძრაობას სამეგრელოში ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს.
"გიგიზე ნამდვილად არ მგონია, რომ მოიგებს სამეგრელოში, ან ევროპული საქართველოს რომელიმე წარმომადგენელი. მე არ მგონია არა, ეს ამომრჩეველს არ ჰგონია. ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდში ეყოლება კანდიდატი, ამას საზოგოადება ძალიან მალე გაიგებს. ისტორიულად ასეა, რომ სამეგრელოში ნაციონალურ მოძრაობას ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს", - განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, პარტიის კანდიდატად რამდენიმე ადამიანი განიხილება, მათ შორის მურთაზ ზოდელავა. მისი განცხადებით, სამეგრელოში არ განიხილებიან სანდრა რულოვსი და ვერა ქობალია.