logo
ENG



დეკანოიძე: ოცნების აქტივისტმა ენმ-ის წევრი დაჭრა, ის არ დაუკავებიათ

04 აპრ 202118:02
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: ოცნების აქტივისტმა ენმ-ის წევრი დაჭრა, ის არ დაუკავებიათ

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე პარტიის ფრაქციიდან რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დაჭრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეპუტატი ქართული ოცნების აქტივისტმა დაჭრა. 

"აი ასე, ოცნების აქტივისტმა ნაციონალური მოძრაობის წევრი დაჭრა ცივი იარაღით. საკრებულოს ჩვენი ფრაქციის წევრი. ოცნების მმართველობის მეცხრე წელს. დამნაშავე არ დაუკავებიათ", – წერს დეკანოიძე Facebook-ზე

რუსთავში საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს. დაშავებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი მღებრიშვილია. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


close დახურვა