logo
ENG



დეკანოიძე: უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ გეგმას, რითაც გავალთ თვითმმართველობის არჩევნებზე

07 ივლ 202118:14
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ენმ თვითმმართველობის არჩევნების გეგმას უახლოეს პერიოდში წარადგენს. ეს დეკანოძემ ფორმულას გადაცემა კომენტარში თქვა და განმარტა, რომ მისი კანდიდატურა თბილისის მერად არ განიხილება. 

დეკანოიძის თქმით, საქართველოში ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება.

"ჩვენ უახლოეს პერიოდში აუცილებლად გამოვაცხადებთ გეგმას, რითაც გავალთ თვითმმართველობის არჩევნებზე. შემიძლია გითხრათ, რომ ხატიას კანდიდატურა ნამდვილად არ განიხილება. ჩვენი სამშობლო ახლა წყალგამყოფის წინაშე დგას - თუ რას ვშვრებით ჩვენ შემოდგომაზე. ან ვიმარჯვებთ და ამ ხელისუფლებას გავხვეტთ თავიანთი გომელაურებით, ღარიბაშვილებით და კობახიძეებით ან ამ ქვეყანაში დგება დრო და ჟამი, როდესაც პუტინი კარგად იგრძნობს თავს საქართველოში. ჩვენთვის ეს არის გზაგასაყარი. ეს ცდება საზოგადოებრივ დისკუსიას კონკრეტულ საკითხებზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა", - თქვა დეკანოიძემ

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა