logo
ENG



დეკანოიძე: ფრენების შეზღუდვით საარჩევნოდ დამკვირვებლების ჩამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

06 ივლ 202015:03
3 წუთის საკითხავი
 
qo7kpx1pltvprx5.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ფრენების შეზღუდვით ეკონომიკა დღითიდღე ზარალდება და ავიამიმოსვლის აღდგენა კრიტიკულდ მნიშვნელოვანია.

დეკანოიძე ფრენების შეზღუდვას არჩევნებსაც უკავშირებს და ამბობს, რომ ამ ვითარებაში საარჩევნოდ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ეკონომიკის მოკვლით მიზანმიმართულად ხდება ადამიანების უფრო გაღარიბება, რათა ძალაუფლება უფრო შეინარჩუნოს ოლიგარქიულმა რეჟიმმა. ივანიშვილის მარტივი ლოგიკაა. მეორე - ეს არის ემიგრანტების შიში და მასიურად ემიგრანტების დაბრუნება, მათ შორის საარჩევნოდ. კითხვის ნიშნის ქვეშაა საერთაშორისო დამკვირვებლები. გასაგებია, რომ სპეცრეისით შეიძლება ჩამოიყვანონ, მაგრამ ყველა შეიძლება ვერ მოხვდეს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს არჩევნებზე“,-აცხადებს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. გადაწყვეტილების მიუხედავად, გაურკვეველია, როდის აღდგება რეგულარული საერთაშორისო ფრენები საქართველოდან.


close დახურვა