logo
ENG



დეკანოიძე: ქუთაისში, უბნების დიდ ნაწილში შუქი გამორთეს

02 ოქტ 202118:17
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქუთაისში ოპოზიციის დიდი ნაწილის მერობის საერთო კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში, უბნების დიდ ნაწილში შუქი გათიშეს. 

დეკანოიძეს პოსტის კომენტარებში უწერენ, რომ ელექტროენერგია რუსთავის ზოგიერთ უბანშიც გამორთეს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა. ეს 1 446 218 ადამიანია. 


close დახურვა