logo
ENG



დეკანოიძე: შეგნებული არჩევანია საქართველო ივანიშვილის მმართველობის გარეშე

15 ნოე 201921:44
3 წუთის საკითხავი
 
5du4wgm1r32nlmb.png

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გადაცემის წამყვანმა სოფო ზურაბიანმა სტუმარს, „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ხატია დეკანოიძეს „ფორმულას“ მიერ ჩატარებული არჩევნების შესახებ კითხვა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემდეგ ამომრჩევლების მოტივირებას ეხებოდა: „ფორმულამ კვლევა ჩაატარა, რომელიც კომპანია IPSOS-ს დაუკვეთა და თითქმის 20%-ით იზრდება მოტივირებული ადამიანების რიცხვი, რომელთაც უნდათ არჩევნებში მონაწილეობა, თუ ის პროპორციული სისტემით ჩატარდება."

დეკანოიძის თქმით, წითელი ხაზია, როდესაც მოქალაქეს არჩევნის უფლებას ართმევ და შეგნებული და მოტივირებული ამომრჩევლის საარჩევნო ყუთებთან მისვლა აუცილებელია.

„ამომრჩეველი, უფრო მეტი და უფრო მოტივირებული არჩევნები, რომელიც შეგნებულ არჩევანს აკეთებს, ეს შეგნებული არჩევანია საქართველო ივანიშვილის მმართველობის გარეშე. ასევე ამ კვლევებში, რომელიც სხვათა შორის, „ოცნებამაც" დაუკვეთა, 30%-საც ვერ ცდებოდა. ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, სად შეიძლება იყოს წითელი ხაზი? ეს წითელი ხაზი არის არჩევანის წართმევის უფლება," - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. კანონპროექტის ჩაგდებისთანავე რუსთაველის გამზირზე დაიწყო უწყვეტი აქციები, სადაც მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქცია ამ წუთშიც მიმდინარეობს.


close დახურვა