ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება პარტიის ოფისში პროვოკაციის მოწყობას გეგმავს.
"ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს ენმ-ის ოფისში პროვოკაციას. გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენს ხელში არის უდიდესი მორალური უპირატესობა, რადგან ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს. მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა -შემოაგზავნონ ვინმე, ატეხონ ერთი ამბავი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციას. ხელისუფლებას ვაფრთხილებ, რომ შეეშვას პროვოკაციას", - ამბობს დეკანოიძე.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამაც. უგულავა აცხადებს, რომ შსს-ს გეგმით, ნიკა მელიას დასაკავებლად, ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჯერ პროვოკატორს შეუშვებენ და შემდეგ "შევარდებიან".