logo
ENG



დეკანოიძე: ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის

15 ნოე 202422:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/15/adwmtv21yo6rcxc.jpg

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ ცესკო საბოლოო ოქმს აჯამებს და საზოგადოებას ცესკოს შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

"ხვალ ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს. თან, ფეხბურთია და იმედი აქვთ ასე გააპარებენ. ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის. 11 საათზე! მართლა ქურდები", - წერს დეკანოიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოში სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, არჩევნების შემაჯამებელ ოქმსაც გამოაქვეყნებენ.

 


close დახურვა