logo
ENG



დეკანოიძე კომკომი-ს გადაწყვეტილებაზე: ქართული ოცნება 12 პუნქტის შესრულებას არ აპირებს

24 აგვ 202212:50
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება კრიტიკული არხების მიმართ დაბრკოლებაა ევროინტეგრაციის გზაზე.

23 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამ მოძრაობა შინ ევროპისკენ კლიპის გაშვებისთვის ფორმულას და ტვ პირველს გაფრთხილება მისცა, მთავარი არხი კი 118 688 ლარით დააჯარიმა. კრიტიკული მედიების წინააღმდეგ სარჩელი კომისიაში მმართველმა პარტიამ შეიტანა. მთავარ არხში ამბობენ, რომ ჯარიმას არ გადაიხდიან და დავას სასამართლოში გააგრძელებენ. 

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დეკანოიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება ყველა საშუალებას იყენებს კრიტიკული მედიის გასანადგურებლად. ამასთან, გუშინდელი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება არ აპირებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას.

"გუშინდელი გადაწყვეტილება არის დასტური, რომ არავითარი 12 პუნქტის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს ქართული ოცნება. ეს არის დასტური, რომ ხელისუფლება, რომელიც თვითონ აფინანსებს ანტიდასავლურ კამპანიას, იყენებს ბერკეტს კომისიის საშუალებით, რომ რეალურად მთავარი არხი გააჩუმოს და გააჩუმოს სხვა კრიტიკული მედია. ჩვენ, პირადად მე და ჩვენი პარტია განვიხილავთ ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდ დაბრკოლებად საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე", - თქვა დეკანოიძემ.


close დახურვა