logo
ENG



დეკანოიძის თქმით, ძალადობაზე პასუხისმგებელი ივანიშვილი და საპატრიარქოს რუსული ძალები არიან

07 ივლ 202111:51
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი / ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელია ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და საპატრიარქოში არსებული რუსული ძალები. პარლამენტის დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ძალადობრივ ჯგუფებს დავალებული ჰქონდათ, მედიის წარმომადგენლებზე ეძალადათ.

"ეს არის ხელისუფლებასთან გარიგებული ძალადობრივი ჯგუფები, ანაფორას ამოფარებული ძალადობრივი ჯგუფები, საპატრიარქოდან მათ შორის, ვინც ცდილობს საქართველოდან განდევნოს ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები. ვინც ცდილობს, იმას რომ ყველანაირი ცივილიზებული ფორმა, ცივილიზაცია, რაც კი ჩვენის ქვეყანაში არსებობს, ამ ცივილიზაციას დაუპირისპიროს ბნელი ძალები. [...] ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ორი ადამიანის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი და ქართული ოცნების წარმომადგენლები არავინ არიან. ეს არის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი და საპატრიარქოში არსებული რუსული გავლენის ძალები", — აღნიშნავს დეპუტატი.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.


close დახურვა