logo
ENG



დეკლარაციის არასწორად შევსების გამო ეკონომიკის მინისტრი დააჯარიმეს

16 იან 202022:26
3 წუთის საკითხავი
 
a71xhngy48h7arx.jpg

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეკლარაციის არასწორად შევსების გამო ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დააჯარიმეს. 

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, თურნავას დეკლარაციაში ქმრის შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებით გადატანილ ინფორმაციაში ცდომილებაა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2019 წლის 11 იანვარს, 2019 წლის განმავლობაში შესამოწმებელი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევის მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული იქნა 297 თანამდებობის პირის დეკლარაცია. მათ შორის, პარლამენტის წევრი - 59, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები (მათ შორის ყოფილი) – 137, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები - 29. შემოწმებულებიდან 254 დააჯარიმეს, 75 კი გააფრთხილეს.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2019 წლის განმავლობაში შემოწმებული უარყოფითად შეფასებული თანამდებობის პირების დეკლარაციების უარყოფითად შეფასების კრიტერიუმები შემდეგნაირად გადანაწილდა. 329 უარყოფითად შეფასებული დეკლარაციიდან:  41%-ს დარღვევა ჰქონდა უძრავი ქონების ნაწილში, სადაც გამორჩენილი იყო უძრავი ქონება ან/და არასწორად იყო მითითებული უძრავი ქონების რეალური ფართი;  38% შემთხვევებში არასწორად ან/და შეცდომით სხვა თარიღის მონაცემით იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი, ასევე არ იყო მითითებული მულტისავალუტო ანგარიშების შემთხვევაში სხვა ვალუტის ანგარიშები ან/და გამორჩენილი იყო ძველი საბანკო ანგარიშები;  24% დეკლარაციაში არ იყო დადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობა ან არ იყო მითითებული ძველი საწარმოები, რომლებსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონიათ; 

22%-ში დეკლარანტს არ ჰქონდა სწორად დაანგარიშებული ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი, ან არ იყო დადეკლარირებული 7 საჯარო სამსახურის ბიურო ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ დეკლარირებისათვის სავალდებულო ზღვარს;  63%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად დადეკლარირების გამო;  63% დეკლარაციების უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო;  11% თანამდებობის პირების დეკლარაციების უარყოფითად შეფასება განაპირობა მათ მიერ დოკუმენტაციის კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობამ.


close დახურვა