logo
ENG



დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანმა 2023 წელს ხატმწერის მომსახურებაში 6 600 ლარი დახარჯა

05 თებ 202414:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/05/sa9d47zbprtq750.jpg

თეა წულუკიანის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა 2023 წელს ხატმწერის მომსახურებით ისარგებლა, რაშიც 6 600 ლარი დახარჯა. 

დეკლარაციის თანახმად, წინა წელს წულუკიანმა მინისტრის პოსტზე ანაზღაურების სახით, ჯამში, 72 600 ლარი მიიღო. დოკუმენტში ასახულია მისი ქმრის, ნუგზარ კაკულიას შემოსავალიც, რომლის მიხედვითაც, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამების დარგში კონსულტანტის პოზიციაზე მისი გასული წლის შემოსავალი 44 154 ლარია. 

რაც შეეხება მინისტრის სხვა ხარჯებს, რომელიც დეკლარაციაში მოხვდა, ასეთია: 

  • ახლო ნათესავის მიერ მის სასარგებლოდ აღებული საბანკო სესხის დაფარვა - 30700;
  • ახლო ნათესავის ვალების გასტუმრებაში მონაწილეობის ხარჯი - 20 000 ლარი;
  • ოჯახის წევრის საზღვარგარეთ მგზავრობებისა და ყოფნის ხარჯი - 20 600;
  • სწავლის გადასახადი - 14 635.

წულუკიანის ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდს მოიცავს. 

 

close დახურვა