დელიში დემოსნტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი სამართალდამცველი და ერთი აქციის მონაწილე. არიან დაშავებულებიც. რადიკალურად განწყობილმა დემონსტრანტებმა ავტომობილები დაწვეს, ცეცხლი წაუკიდეს შენობა-ნაგებობებსაც, რის გამოც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
ინდოეთში საპროტესტო აქციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ადგილობრივების გაღიზიანება მოქალაქეობის კანონის ახალ რედაქციას მოჰყვა, რომელიც სამხრეთ აზიის ქვეყნებისთვის ინდოეთის მოქალაქეობის გამარტივებულ მინიჭებას ითვალისწინებს. ოპონენტები კანონს მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევენ.