logo
ENG



დემოკრატია, კორუფციის პრევენცია-ინსტიტუტების უმრავლესობა ფუნქციებს სათანადოდ ვერ ასრულებს-TI

26 ივნ 202011:15
3 წუთის საკითხავი
 
di67ipqmbh4ea4z.png

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების თანახმად (რომელიც 2015-2020 წლებს მოიცავს), ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების უმრავლესობა ამჟამად სათანადოდ ვერ ასრულებს მათ ფუნქციებს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის მხრივ.

კვლევის ფარგლებში შეფასებული 12 ინსტიტუტიდან მხოლოდ სამს აქვს მაღალი ან მაღალთან მიახლოებული საბოლოო ქულა: სახალხო დამცველს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საარჩევნო ადმინისტრაციას.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ რომ, უნდა აღმოიფხვრას ე.წ. კლანის გავლენა სასამართლო სისტემაში, რაც მისი წევრების სისტემიდან გათავისუფლებას საჭიროებს, უნდა გაუმჯობესდეს საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციისთვის გამიზნული სამართლებრივი ნორმების აღსრულება პრაქტიკაში, რაც გულისხმობს ამ ნორმების დარღვევების გამოვლენის და მათზე რეაგირების ქმედითი სისტემის შექმნას.

ასევე, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს სახალხო დამცველზე, მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნებისმიერ სახის ზეწოლისგან, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დისკრედიტაციის მცდელობები და დეზინფორმაციის კამპანიები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.


close დახურვა