50 ათასამდე ადამიანი გამოვიდა პარიზის ქუჩებში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ქალებზე ძალადობის შემთხვევების ზრდას აპროტესტებდნენ და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებაზე უფრო აქტიურ მუშაობას თხოვდნენ. დემონსტრაცია მას შემდეგ მოეწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 2019 წელს ოჯახში ძალადობას საფრანგეთში 130 ქალი ემსხვერპლა. ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა კი გამოაქვეყნა დასკვნა, რომ ქვეყანაში ძალადობის საწინააღმდეგო უფრო ეფექტიანი ნორმების შემუშავებაა საჭირო. გამოსვლები იმავე მოთხოვნებით ლიონში, სტრასბურგსა და ბორდოშიც მოეწყო.
დემონსტრაცია პარიზში - 50 ათასამდე ადამიანი ქუჩემბში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა
24 ნოე 201912:30
3 წუთის საკითხავი