logo
ENG



დენისოვა: გათავისუფლებულ ქალაქებში დასახიჩრებული ადამიანების ცხედრებს ვპოულობთ

10 აპრ 202217:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/10/htr85cjjw1ga5de.jpg

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსი ოკუპანტებისგან ქალაქების გათავისუფლების შემდეგ, ადგილზე ნაწამები, დასახიჩრებული ადამიანების ცხედრებს პოულობენ.

"კიევის ოლქის მაკაროვის დასახლებაში 80 წლის კაცს შვილის თვალწინ ხელები მოკვეთეს. მიღებული დაზიანებებისგან ის გარდაიცვალა. ირპენში 20 წლის ორსული ქალი ორმა ოკუპანტმა გააუპატიურა. მან შვილი დაკარგა. ხერსონში 60 წლის კაცს შვილის თანდასწრებით ჯოხებით და ხელკეტებით სცემდნენ. ჩერნიგოვის დასახლებებში - იაგიდა და ლუკაშევკა, რუსმა ოკუპანტებმა ვოზნესენსკის ეკლესიაში შტაბი მოიწყეს, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ისინი დახვრეტილები არიან", - წერს დენისოვა.

უკრაინის სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ყველა ჩამოთვლილი ფაქტი ჟენევის კონვენციის დარღვევაა და რუსეთმა ომის დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს.


close დახურვა