logo
ENG



დენისოვა: ხერსონის რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

14 აპრ 202202:36
3 წუთის საკითხავი
 
დენისოვა: ხერსონის რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ხერსონში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. ხერსონი თვეზე მეტია, რუსულ ჯარებს აქვთ დაკავებული. 

დენისოვას თქმით, რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. 

"რუს დამპყრობლებს მოქალაქეებისგან ყველაფერი მიაქვთ. მაგალითად, მათ დაიკავეს ჰუმანიტარული ცენტრი და ყველაფერი მიითვისეს - წამლები, ბავშვების საკვები და პამპერსები". - ამბობს უკრაინის სახალხო დამცველი. 

მისივე თქმით, რუსები იტაცებენ პრო უკრაინელ აქტივისტებს. პროკურორის რეგიონული წარმომადგენლობის ინფორმაციით, რუსებს დატყვევებული ჰყავთ 137 ადამიანი, მათ შორის 4 ჟურნალისტი. ადგილობრივების თქმით, რუსები აწამებენ მათ, ვინც არ ეთანხმება ოკუპაციას. 

რუსმა ოკუპანტებმა ასევე გათიშეს უკრაინული საინფორმაციო არხები და ავრცელებენ დეზინფორმაციას თავიანთი მედიით და სოციალური ქსელებით. 


close დახურვა